ხვალ, 1-ელ ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდულ კლუბში (სტუ-ის მეორე კორპუსი, კოსტავას 69) ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მუსიკალური საღამო გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სტუ-ის ქალთა ასოციაცია.
კლუბის ფოიეში გაიმართება ნორჩ მხატვართა გამოფენა.