რუსული ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარაში რუსული ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები იყოფებოდნენ.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 27-31 მაისს ბათუმში სანკ-პეტერბურგელი ტურ-ოპერატორები ჩამოვიდნენ და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. 4 დღიანი ვიზიტი ძალიან შთამბეჭდავი და შედეგიანი გამოდგა. რუსი ტურ-ოპერატორები შექმნიან სპეციალურ ტურისტულ პაკეტებს და პოპულარიზაციას გაუწევენ აჭარას სანკ-პეტერბურგში.