ეგვიპტეში ორი ამერიკელი ტურისტი ბედუინებმა მოიტაცეს. მათ ამ საქციელით გამოხატეს პროტესტი ერთ-ერთი ბედუინის დაპატიმრების გამო.
განცხადება ამის შესახებ ეგვიპტის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბედუინებმა საკურორტო ქალაქ დაჰაბასთან ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც ტურისტები ისხდნენ და ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ბედუინები დაკავებული ბედუინის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებითაა დაპატიმრებული. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.