საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამინდი საქართველოში 2 ივნისიდან გაუმჯობესდება.
"2 ივნისს ამინდი უკვე გამოიდარებს, თუმცა საქართველოს ზოგიერთ რაიონებში შენარჩუნდება ნალექი მცირე წვიმის სახით. 3-6 ივნისის ჩათვლით საქართველოში უნალექო ამინდს ვვარაუდობთ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიორაძემ.