ევროპაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამოქალაქო მოძრაობა ,, ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის,, ლიდერი, პროფესორი ნესტან კირთაძე ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციზე ,, ჩიკაგოს სამიტის შემდეგ,, მონაწილეობისათვის მიიპატიჟეს, რომელსაც ევროპის პოლიტიკური და დიპლომატიური ელიტა, ნატოს მაღალი ჩინები, საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისოFფონდების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო კონფერენციამ შეაფასა უსაფრთხოების ახალი გლობალური პეიზაჟი და შეიმუშავა რეკომენდაციები.
.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ყოფილი ხელმვანელი, ხავიერ სოლანა მიესალმა პროფესორ ნესტან კრითაძის ჩასვლას ბრიუსელში და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია აფაზეთსა და სამხ. ოსეთის რეგიონთან სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა სამხ. კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და ინტეგრაციული პროცესების განვითარებისათვის.
კირთაძის შეხვედრა შედგა, აგრეთვე, კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორთან, ბ-ნ შტეფან ჰეროლდთან. შეხვედრაზე განიხილეს კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური რესურსების პოტენციური მხარდაჭერა სამოქალაქო მოძრაობა “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის” პროექტებისადმი. ბ-ნი ჰეროლდი “ქართულ-აფხაზურ და ოსურ სახლს” კონრად ადენაუერის ცენტრალურ ოფისში, ბერლინში წარადგენს.
შეთანხმება შედგა ნესტან კირთაძესა და საერთაშორისო ბიზნეს მექანიზმების კორპორაციის (IBM) თავმჯდომარესთან, ჰარი ვან დორენმალთან,რომელმაც გამოხატა დიდი ინტერესი და გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს და წამოთქვას სიტყვა “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის” სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც მომდინარე წლის სექტემბერში ევროპარლამენტში გაიმართება.
ნესტან კრითაძის შეხვედრა გაიმართა, აგრეთვე, ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ასოციაციის (ALDE)Aპოლიტიკურ ოფიცერთან, პიერ სონდერგარდთან, სადაც განიხილეს უახლოეს მომავალში პროექტებისა და ინიციატივების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამშვიდობო პროცესების განვითარებას რეგიონში. “ჩვენ ბედნიერნი ვიქნებით, თუ ჩვენს წვლილს შევიტანთ სამხ. კავკასიის რეგიონში სამშვიდობო დიალოგის განვითარებისათვის.”- აღნიშნა შეხვედრაზე სონდერგარდმა. ALDE-მ სამოქალაქო მოძრაობა “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი” ოფიციალურად მიიწვია, რათა იგი ევროპის ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
ნესტან კირთაძის ევროპის ოფიციალურ ვიზიტი გაგრძელდება ბერლინში , სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები გერმანიის საგარეო სამინისტროში და ბუნდესტაგში.
მასალის გამოყენების პირობები