ქრისტიან დემოკრატებემა ფინანსთა სამინისტროსთან კოოპერატიულ ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირებთან ერთად აქცია გამართეს . როგორც ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, დღევანდელ აქციაზე ფინანსთა სამინისტროსგან დაზარალებული პირები კოოპერატიული ბინათმშენებლობების დავალიანების შედეგად წარმოქმნილი დავის წესის შემოღების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს მოითხოვენ. ამავე მიზეზით დღესვე დაზარალებულებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
"კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში უკვე 25 წელია რაც დგას და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი პრობლემების მოგვარება. ჩვენ ვითხოვთ რომ შემუშავებულ იქნას უკვე აღიარებული დავალიანების გასტუმრების წესი რის შემდეგაც ეს ადამიანები შეძლებენ სახელმწიფოს დახმარებით თავიანთი პრობლემების განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ქდმ-ს კიდევ ერთი ლიდერის ჯაბა სამუსიას განცხადებით, დავისსაგანი ამ ეტაპზე კონკრეტული მიწა ან ბინა არ არის, ეს ადამიანები სახელმწიფოსაგან მხოლოდ პრობლემების გადაჭრის წესის შემოღებას მოითხოვენ. ,, დაახლოებით ათი წლის წინ მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრების წესის შემუშავება. ამ ათი წლის განმავლობაში სამინისტროს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ამ კუთხით,- განაცხადა ჯაბა სამუსიამ.
შეგეხსენებთ, რომ კოოპერატიულ ბინათმშენებლობებში 90-იან წლებში თანხა თბილისში 4000მდე ხოლო საქართველოს მასშტაბით 8000-მდე ოჯახს ჰქონდა გადახდილი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ბინა ვერ მიიღო.