"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ველინგტონში ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრს ჯონ კეის შეხვდა. პრემიერ მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა და ახალ ზელანდიასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი რუხაძემ ჯონ კეის საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, გამოწევევები და მათი გადაჭრის ქრისტიან-დემოკრატიული ხედვა გააცნო. პრემიერ მინისტრმა გასული წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა და ქართველი მორაგბეებს თამაში მოუწონა.
პრემიერ მინისტრთან შეხვედრა "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის" აღმასრულებელთა სხდმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც 80 ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიათა ლიდერები ესწრებიან და ახალი ზელანდიის მმართველი "ნაციონალური პარტია მასპინძლობს. ღონსიძიების ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "ნაციონალური პარტიის სათავო ოფისში.
საერთაშორის დემოკრატიული კავშირი (IDU), რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერ-პარტიული გაერთინებაა, 80-ზე მეტ მემარჯვენე და ცენტრისტული პარტიას აერთიანებს, მათ შორის, გერმანელ ქრისტიან-დემოკრატებს, ბრიტანელ კონსერვატორებსა და ამერიკელ რესპუბლიკელებს. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირის სრული წევრი 2011 წელს გახდა.