გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის განცხადებით წელს ეროვნული გამოცდები სტანდარტების სრული დაცვითა და ზედმიწევნით ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალიტებთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ის იქნება გარანტორი იმისა, რომ გამოცდებზე არავითარი ხარვეზები არ იქნება.
"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში ამ ზაფხულს ისევე როგორც გასულ ზაფხულს გამოცდები ჩატარდება ძალიან ზედმიწევნით და იმ სტანდარტების დაცვით რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და უფრო გააზრებულად", _ განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, იგი თავის თავზე იღებს პახსუხისმგებლობას რომ ეროვნული გამოცდები შეცდომების გარეშე ჩაივლის.
"მე ვიქნები სახელმწიფოს მხრიდან გარანტორი იმისა, რომ არავითარი ხარვეზები და თუნდაც ელემენტარული შეცდომა გამოცდების მიმდინარეობის პორცესში არ იქნება", _ განაცხადა ხატია დეკანოიძემ.