30-31 მაისს ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი (დემოკრატი, ილინოისის შტატი) თბილისს ეწვევა. ის რეგიონული უსაფრთხოებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს განიხილავს.
როგიორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, სენატორი დურბინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აგრეთვე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
რიჩარდ დურბინი მეორე უმაღლესი რანგის სენატორია. ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია. ამას გარდა, სენატორი დურბინი წარმოადგენს სენატის ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტსაც, რომლის იურისდიქციაშია ევროპის, მათ შორის, კავკასიის საკითხები. ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტის პასუხისმგებლობის სფეროშია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), ევროკავშირი, აგრეთვე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო).