სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ რუსთავის №17 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა მოინახულა.
ახალ საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებისთვის შეიქმნება კომფორტული გარემო, გამარტივდება პროცედურული საკითხები, ამოქმედდება სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.
მოქალაქეებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები, რომლებმაც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს.
საზოგადოებრივი მისაღებში შესაძლებელია: მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება.
დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.
საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა ქსნის №15 და რუსთავის №16 დაწესებულებებთანაც მიმდინარეობს.
პირველი საზოგადოებრივი მისაღები გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან უკვე მოქმედებს.