ქალაქში არსებული შუქნიშნების მდგომარეობის შესაფასებლად, ასოციაცია "დაცულმა მოძრაობამ" კვლევა ჩაატარა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "დაცული მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, მძღოლთა 85 პროცენტი შუქნიშნების რაოდენობას საკმარისად მიიჩნევს, ხოლო 15 პროცენტის აზრით, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობა დამონტაჟებული.
კითხვაზე, გაამართლა თუ არა დედაქალაქში ტაიმერიანმა შუქნიშნებმა, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის შუქნიშნები ძალიან ეფექტურია.
გამოკითხვის შედეგად ასევე დადგინდა, რომ შუქნიშნებზე დგომის წესებს მძღოლთა 79 პროცენტი იცავს.