განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან გაკეთებული განცხადება, რომ ცენტრის ხელმძღვანელად კოკა სეფერთელაძე დაინიშნებოდა შეცვალა და დღეს აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის აკადემიის უკვე ყოფილი რექტორი, ხატია დეკანოიძე წარადგინა.
მინისტრმა დეკანოძის სასარგებლოდ განაცხადა, რომ იგი ამ თანამდებობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატურაა.
"ესაა ადამიანი, რომელმაც მიიღო უმნიშვნელოვანესი მონაწილეობა იმ რეფორმებში, რომელიც გატარდა საქართველოში და ადამიანი, რომელიც სარგებლობს ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნდობით", - გაანაცხადა შაშკინმა და დასძინა "მისი ამოცანაა პირველი - ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდეს საუკეთესოდ და მომავალშიც გაგრძელდეს რეფორმების სისტემა".
შეგახსენებთ, რო მ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დიმიტრი შაშკინმა 28 მაისს "პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობის" გამო გაათავისუფლა.
მიმინიოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა.