საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ქრისტიან ლაგარდი, რომელიც ცოტა ხნის წინ საბერძნეთ გადასახადების გადახდისკენ მოუწოდებდა. გადასახადს თავად არ იხდის.
როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro იტყობინება, ლაგარდის საქციელმა შოკი გამოიწვია.
"ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომელიც წელიწადში 380 939 ევროს გამოიმუშავებს, საშემოსავლო გადასახდს საერთოდ არ იხდის", - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები სპეციალური სტატუსით სარგებლობენ და მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ ევალებათ.