ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების თანახმად, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან."
ასევე კონსტიტუციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 104/4 მუხლი:
„ 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული ა რიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები,,
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 22 მაისს მიიღო.
კოალიცია ,,ქართული ოცნების,, ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტო დაედო. მიხეილ სააკაშვილმა ცვლილებებს 29 მაისს მოაწერა ხელი.