დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 6 წლის ბავშვის მკურნალობას თბილისის მერია და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა დააფინანსებს.
ნინო გოცაძის მკურნალობა 6 ათასი ლარი ჯდება, რისი სახსრებიც ოჯახს არ გააჩნია.
დამწვრობის ცენტრს დღეს დილით ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი ეწვია და ექიმებსა და პაციენტის მშობლებს შეხვდა. მისი განცხადებით, ბავშვის მკურნალობის ხარჯები რაიონის ბიუჯეტიდან მთლიანად დაფინანსდება.
საჭირო თანხა დამწვრობის ცენტრში ორშაბათს გადაირიცხება.