თბილისში, ნაძალადევის რაიონში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დადიანისა და დაზიაშვილის ქუჩების კუთხეში, 1976 წელს დაბადებულმა გიორგი ელიაურმა, ცივი იარაღის, კერძოდ დანის გამოყენებით, მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მაისურაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, მაისურაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს მიერ გიორგი ელიაური დაკავებულ იქნა მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე საათში.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მიმდინარეობს გამოძიება.