. ხვალ, 29 მაისს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მხატვრული ნამუშევრების გამოფენა "ჩვენ ერთად ვართ".
პროექტი მიზნად ისახავს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის შემცირებას.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
მხარდამჭერი - თიბისი ბანკი