დეპუტატი გია ცაგარეიშვილი იუსტიციის მინისტრს, შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქტივისტებზე თავდასხმების დღემდე გამოუძიებელი საქმეების შესახებ ინფორმაციას სთხოვს. შესაბამისი წერილებით აღნიშნული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ცაგარეიშვილმა წერილობით უკვე მიმართა.
პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანხამდ, ვალდებულია ამ კითხვებს უპასუხოს.
"ამ დანაშაულებებზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა და არავინ დასჯილა. ეს კი, მისი თქმით, უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ `ეს უმაგალითო ტერორი" ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ხორციედლებოდა. თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ალაგმა დანაშაულებრივი სამყარო, აღკვეთა ე.წ. "ქურდული სამყაროს" პარპაში ქვეყანაში - მაშ ვინ არიან ის დამნაშავე პირები, რომლებიც დღისით, მზისით ატერორებენ საქართველოს მოქალაქეებს, იტაცებენ მათ, სცემენ და აწამებენ? რატომ არ არის გახსნილი არცერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, რიგ საქმეებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები და არსებობენ თვითმხილველები, მაგრამ საქმე მაინც არ იძვრის და უმეტეს შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის აღძღული.
დღევანდელ ბრიფინგზე მან 71 საქმეზე მეტი წარმოადგინა, რომელთა შორის დაზარალებულები არიან: ლევან ჯღარკავა, ამირან იობაშვილი, ნუგზარ ხუცურაული, გიორგი თავდგირიძე, მამუკა კვარაცხელია, დავით მეტრეველი, გიორგი შერვაშიძე, დაჩი ცაგურია, დავით უჯმაჯურიძე, შალვა და თემურ რადიანები, მელორ ვაჩნაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ბაკურ მოლაშვილი, თამარ ნავერიანი, დარეჯან გუჯეჯიანი, ამირან ბიწაძე და ა.შ.