Forbes-მა კვირის მილიარდერები და „Loser"-ების სია გამოაქვეყნა. "Forbes"-ის მიერ დასახელებულია კვირის მილიარდერებისა და „Loser"-ების ტოპ-ხუთეული.
კვირის იღბლიანი მილიარდერების საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ: ჰაროლდ ჰამმი, + 188.50 მლნ (Continental Resources); ფილ ნაითი,+121.98 მლნ (NIKE); პიერ ომიდიარი, 87.77 მლნ (Ebay); აზიმ პრემჟი, +86.09 მლნ (Wipro); ჟიმ ვოლტონი, +79.79 მლნ (Arvest Bank Group, Inc.).
სავაჭრო კვირის ე.წ. „Loser"-ები სიის სათავეში მოხვდნენ: მარკ ცუკერბერგი, -524.50 მლნ (Facebook); დევიდ ტომსონი, -364.88 მლნ (Thomson Reuters); ლარი პეიჯი, -316.05 მლნ (Google); სერგეი ბრინი, -311.01 მლნ (Google); ვუორენ ბაფეტი, -250.95 მლნ (Berkshire Hathaway).
"Forbes"-მა აღნიშნული მონაცემები საფონდო ბირჟაზე კომპანიების თითოეული აქციის ღირებულების საფუძელზე გამოითვალა და გამოაქვეყნა.