მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სასულიერო და სამოქალაქო პირები დააჯიდლოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, სამხედრო აღლუმზე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სასულიერო და სამოქალაქო პირები დააჯიდლოვა.
ერის სულიერი აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი გადაეცა - ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს;
ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწეობისთვის - ზურაბ ქაჯაიას;
სახვითი ხელოვნების გამორჩეული ნიმუშების შექმნისთვის - მოქანდაკე გიორგი კიკვაძეს,
საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორს - ომარ ლანჩავას;
ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ექიმს - ომარ ღიბრაძეს;
აქტიური საგანმანათლებლო საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს - გიორგი ღავთაძეს;
პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაია სიფრაშვილს;
პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ანა ქებაძეს;
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით დოიაშვილს;
ქართული ფოკლორის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მომღერალ ზაზა კორინთელს და საქართველოს ფოლკორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორს, გიორგი უშიკიშვილს;
ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის და სხვა ინფარტუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, ჯამბულ ბაკურაძეს, მოადგილე ლაშა მგელაძეს და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეს, დავით სირაძეს.