აფხაზები კვლავ აღადგენენ ჩვენთან ურთიერთობას და სოხუმი კვლავ გახდება საქართველოს ყველაზე დიდი მნიშვნელობის ცენტრი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში პირველ, საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"საქართველოს გაერთიანება დავით აღმაშენებელმა დაიწყო ქუთაისიდან, მანამდე კი ბაგრატ მეფემ აფხაზეთიდან. ადრე იყო დრო ქვების გაბნევისა, ახალა არის ჟამი ქვების შეგროვების. ბევრი ცენტრის გაჩენა არის ერთიანობის ყველაზე მყარი საფუძველი, ვიანიდან ეს ყველას უჩენს თავის წილ პასუხისმგებლობას. საქართველო არასდროს იქნება მონური პერიფერია და მას ვერასდროს ვერავინ დააბრუნებს ჩექმების სალოკავად. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯონ ჩვენმა მტრებმა, ოკუპანტები აღიარებენ რომ საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მართონ ქვეყანა. ჩვენი მატარებელი აქ არ გაჩერდება და ამ ლიანდაგიდან ვერავინ ვერ გადაგვიყვანს. ჩვენი ლოზუნგია დავიბრუნოთ საქართველო და ეს მხოლოდ დასაწყისია". - აცხადებს პრეზიდენტი.