მე ყველას შევთავაზე მატარებელში ჩაჯდომა, სადაც არ იქნებოდა სხვადასხვა გვარის კუპეები. ეს მატარებელი დაიძრა და დღეს ქუთაისში ჩამოაღწია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობაში გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
"დღეიდან ჩვენ შევქმნით ახალ საპარლამენტო ტრადიციას. ჩვენ არ ვართ დასავლეთად და აღმოსავლეთად დაყოფილი საქართველო. არ ვართ საზოგადოება, რომელიც იყოფა პრივილეგირებულ ელიტად და უუფელებო ადამიანებად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახლა ახალი პრომეთეიზმის დროა, რათა ძალაუფლება არ დარჩეს ერთი ჯგუფის ხელში, რომელიც საჯაროდ აცხადებს რომ თურმე არამდიდარს არაფერი უნდა პოლიტიკაში.
"პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლით ჩვენ ვუბრუნებთ ხელისუფლებას მას ვისაც ეს ეკუთვნის - მრავალეთქნიკურ ქართველ ერსა და ქართველ საზოგადოებას. საქართველოს დაყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად წარსულს ბარდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.