ყველა ვეხადვთ, რომ ქვეყანა წინ მიდის, მაგრამ მეორე მხრივ, ამ წარმეტბით ბევრი მოქალაქე ვერ სარგებლობს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობაში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ საზეიმო განწყობის მიუხედავად, დამოუკიდებლობის ზეიმი იქნება მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლოება თავს იგრძნობს დასაქმებულად.
"ამიტომ მოდით დღევანდელი დღე ერთად ვაქციოდ დღედ, როდესაც უფრო მეტად გავაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. დავდებთ პირობას, რომ არ გავჩერდებით ვიდრე დაწყებულს ბოლომდე არ მივიყვანთ. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს კიდევ გასაკეტებელი. ამისათვის ჩვენი გეგმა ითვალისიწნებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას. ეტაპობრივად არ დაჩება არც ერთი მოქალაქე ვისაც დაზღვევა არ ექნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.