გასულ კვირას ნატოს სამიტზე მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავგით ნატოში სრულუფლებიანი წევრობისთვის, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობაში გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ალიანსს დიდი პრობლემები აქვს, საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება დათემო. ამ წინსვლის მიუხედავად, ახალი საქართველოს შენება შორსაა დასრულებასთან და კიდე ბევრია ასაშენებელი, ვიდე აქამდე ავაშენეთ. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ასაშენებელი. დიახ, ჩვენ ვიზიდავთ ახალ ინვესტიციებს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ჩვენი მოქალაქეა დაუსაქმებელი. დიხ, ჩვენი ეკონომიკა მსოფლიოს კრიზისის მიუხედავად, შთამბეჭდავი 7 %-ით გაიზარდა და იზრდება წელსაც. ჩვენ ავაშენეთ ახალი სამედიცინო დაწესებულებები და კლინიკები. იქ, სადაც ელემენტარული მკურნალობა მიუწვდომელი იყო, მაგრამ ჯერაც ბევრი ვერ სარგებლოს ამ მომსახურებითა და დაზღვევით და ჩვენი ამოცანაა, რომ უახლოეს წლებში ყველა დავაზღვიოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.