საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობაში გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი მიულოცა.
"ქართული პარლამენტი ბინას იდებს ამ ულტრათანამედროვე შენობაში. ქუთაისს მინდა მივულოცო საპარლამენტო დედაქალაქის ახალი სტატუსი. ეს შენობა არის თანამედროვე, გაჭვირვალე. ამის გარდა ეს შენობა კიდევ ერთი თვალსაზრისით წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს სიმბოლოს. როგორც დაგპირდით სასწაულო მოახდინეს და დაასრულეს. ვინც ჩასაფრებულია, მინდა ვუთხრა, რომ შეიძლება წყალიც ჩამოვიდეს და სახურავიც წაიღოს ქარმა", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ვისაც არაფერი არ აუშენებია, მისგან პრეტენზიას ვერ მიიღებს.