70 წლის განმავლობაში უუფლებოდ მოგვიწია ცხოვრებამ, მაგრამ ერთადერთი, რაც ვერ წაგვართვეს იყო უპირობა რწმენა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდვნოდეს. დღეს ჩვენ ამ რწმენის ურყევობას ვზეიმობთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობაში სხდომის საზეიმოდ გახნის ცერმონიალში.
პრეზიდენტმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 96 წელის წინათ, ამ დღეს "ჩვენი წინაპრები თავისუფლების ურთულეს გზას დაადგნენ, მანამდე ჩვენს ქვეყანას დაკარგული ქონდა თავისუფლება და სასიცოცხლო საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს დამოკიდებლობას. დღეს დარბაზში იმყოფება პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯებ ჟორდანია, მეუღლესთან ერთად. თავისუფლების გზაზე საირული მაშინ უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე სხვას წარმოედგინა. სულ რაღაც 3 წელიწადში საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. 70 წლის განმავლობაში უუფლებოდ მოგვიწია ცხოვრებამ, მაგრამ ერთადერთი, რაც ვერ წაგვართვეს, იყო უპირობო რწმენა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. დღეს ჩვენ ამ რწმენის ურყევობას ვზემობთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე მდგარი წარსული და ახლანდელი გმირები გაიხსენა.
"ამ დიდებულ დღეს, ჩვენ ქედს ვიხრით წარსული გმირების წინაშე და ქედს ვიხრით ახლანდელი გმირების წიანშეც, რომლებიც დგანან ჩვენი ღირსების სადარაჯოზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.