ხვალ, 26 მაისს, რიგის ინტეგრაციის ცენტრში, ქართული ფილმის გადაღებიდან 100 წლის იუბილეს ფარგლებში, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის - "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" - ჩვენება გაიმართება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა შალვა ხმალაძემ განუცხადა, რიგაში ფილმის ჩვენებას დაესწრებიან რიგის მერიის წარმომადგენლები, ქართველი და ლატვიელი სტუდენტები.
ფილმის ავტორია ვასილ ამაშუკელი. იგი მოგვითხრობს აკაკი წერეთლის 12-დღიან მოგზაურობაზე რაჭა-ლეჩხუმში.
ფილმი უკვე ნაჩვენები იქნა პოლონეთის რამდენიმე ქალაქში, გერმანიაში, ლიტვასა და შვედეთში.