შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველო (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (ჰიდრავლიკის ზეთის ზღვაში ჩაღვრა) თურქეთის დროშით მცურავი გემი "RASPODI" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, VOLKAN ALSAT-ის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
24 მაისს, VOLKAN ALSAT-ს, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 249 ლარის ოდენობით.