დღეს, 25 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, "ქართული ხელოვნების საღამოების პროექტის ფარგლებში", გაიმართება ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი.
ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი, ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი.
ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი სამი წელია შეიქმნა. ანსამბლის ბირთვი, ძირითადად, ახალგაზრდულია. ანსამბლის მთავარი პრიორიტეტია: ავთენტიკურობა, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული შემსრულებლობის დაცვა-შენარჩუნება, შესრულების საკუთარი მანერისა და სტილის ჩამოყალიბება, ძველი, მივიწყებული სიმღერების აღდგენა-გაცოცხლება; ყოფაში ჯერ კიდევ არსებული ქართული ხალხური ცეკვის ნიმუშებით ანსამბლის რეპერტუარის გამდიდრება (აჭარა, რაჭა, სვანეთი).
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სასიმღერო რეპერტუარის უმეტესობა ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივიდანაა აღებული და დამუშავებული. ქართული ხალხური ცეკვები, განსაკუთრებით მივიწყებულ-გამქრალი ილეთები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული ცეკვის მასტერკლასების დროს შეისწავლეს, ადგილებზედაც მოიძიეს და ასე დადგეს და დაამკვიდრეს თავიანთ რეპერტუარში (მაგალითად , ხიხაძირელთა "ხორუმი").
"ქართული ხელოვნების საღამოების" პროექტის ოფიაციალური წარმდგენია კომპანია "მაგთი". ოქროს სპონსორები არიან "17 % ანაბარი ბანკი კონსტანტასგან" და სააქციო საზოგადოება "თელასი". საინფორმაციო მხარდაჭერა - "რუსთავი 2", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მიუზიკ ბოქსი", რადიო "ფორტუნა", "ავტორადიო," რადიო "არ დაიდარდო", ჟურნალი "ფოკუსი," გაზეთები - "24 საათი" და "ჯორჯია თუდეი".