დღეს, 25 მაისს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კავშირის - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" -მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" ფარგლებში მორიგი შეხვედრა ტარდება. ამჯერად გაიმართება შეხვედრა პოეტ და მხატვარ თამარ ლომიძესთან.
საღამოზე მოხდება პოეტის ახალი წიგნის "ზღვარის" პრეზენტაცია, მოეწყობა მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს (http://www.sciencelib.ge/node/64 ).
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.