25 მაისს, 18:00 სათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კავშირის - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა ტარდება. ამჯერად გაიმართება შეხვედრა პოეტ და მხატვარ თამარ ლომიძესთან.
საღამოზე მოხდება პოეტის ახალი წიგნის "ზღვარის" პრეზენტაცია, მოეწყობა მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს (http://www.sciencelib.ge/node/64 ).
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.