ხვალ, 24 მაისს, ბაქოს "კრისტალ ჰოლში", ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, ანრი ჯოხაძე მე-12 ნომრად იმღერებს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, 26 მაისს - ფინალში ავტომატურად მონაწილეობენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და "დიდი ხუთეულის" - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად ირკვევა.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. კონკურსის ლოგოა - "ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - "დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.