ხვალ, 24 მაისს, 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლუბოვ უსპენსკაია კონცერტს გამართავს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ემ ეს" კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ქეთი საბანაძემ განუცხადა, "მომღერალი ორსაათიან სოლოკონცერტს გამართავს. კონცერტზე შეასრულებს სიმღერებს როგორც ძველი რეპერტუარიდან, ასევე ახალი აბომიდან".
საღამოზე სამ სიმღერას იგორ გრიგოროვთან ერთად შეასრულებს, ერთ-ერთი დუეტი კი "თბილისო" იქნება.