BIAFF კინოფესტივალი იწყებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას საერთაშორისო საკონკურსო სექციისთვის. მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება გაგრძელდება 5 აგვისტომდე და შერჩეული ფილმები გამოცხადდება 5 სექტემბერს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველტა მიმართ არსებული მოთხოვნებია: ასაკი 35 წლამდე, ჟანრი - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური / ექსპერიმენტული ფილმები, გადაღების პერიოდი - 2011 ან 2012 წწ., ხანგრძლივობა მაქსიმუმ 35წთ-მდე. კინოფესტივალი გაიმართება 16-23 სექტემბერს ქ. ბათუმში.
კინოფესტივალის ოფიციალური პარტნიორია - ქ. ბათუმის მერია. მხარდამჭერები - ავიაკომპანია "აირზენა", ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, "ბრიტანეთის საბჭო", "ღია საზოგადოება საქართველო", "პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი" და ა.შ..