დღეს, 23 მაისს, 11:00 საათზე, თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის "20/12" ფარგლებში, იაშვილის ქ.#20-ში. მეოთხე ფილმის "ერთ კაცს ვუყვარდი" გადაღება დაიწყება.
ფილმის რეჟისორია ანა ურუშაძე, სცენარისტი მარიამ პერტია. მონაწილეობენ ია სუხიტაშვილი და თამრი ბზიავა.
ფილმი ორი მეგობარი გოგონას დიალოგზეა აგებული. ერთ-ერთი მათგანი მეგობარს წინა დღის უცნაურ თავგადასავალს უყვება. მოქმედება მაისში მიმდინარეობს. სცენარი ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით შეიქმნა.
ფილმის გადაღება თიბისი ბანკის კინოპროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. გადაღების პროცესს ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ხელმძღვანელობს.
12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კინემატოგრაფისტები გადაიღებენ, წლის ბოლოს ერთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად შეიკვრება და მას მაყურებელი თიბისი ბანკის იუბილეზე, 17 დეკემბერს იხილავს.