დღეს, 22 მაისს, ბაქოს "კრისტალ ჰოლში" ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირი ეთერით 23:00 საათიდან გადასცემს.
პირველ ნახევარფინალზე გამოვლენ: 1.მონტენეგრო - რემბო ამადეუსი, სიმღერით - Euro Neuro
2.ისლანდია - გრეტა სალომე და იონსი, სიმღერით - Never Forget
3.საბერძნეთი - ელეფთერია,სიმღერით - Aphrodisiac
4.ლატვია - ენმარი,სიმღერით - Beautiful Song
5.ალბანეთი - რონა ნიშლიუ,სიმღერით - Suus
6.რუმინეთი - ჯგუფი Mandinga,სიმღერით - Zaleilah
7.შვეიცარია - დუეტი Sinplus, სიმღერით - Unbreakable
8.ბელგია - ირისი,სიმღერით - Would You?
9.ფინეთი - პერნილა,სიმღერით - När Jag Blundar
10.ისრაელი - ჯგუფი Izabo,სიმღერით - Time
11.სან მარინო - ვალენტინა მონეტა, სიმღერით - The Social Network Song
12.კვიპროსი - ივი ადამოუ,სიმღერით - La La Love
13.დანია - სოლუნა სამეი,სიმღერით -Should've Known Better
14.რუსეთი - ჯგუფი Buranovskiye Babushki,სიმღერით - Party For Everybody
15.უნგრეთი - ჯგუფი Compact Disco, სიმღერით - Sound Of Our Hearts
16.ავსტრია - ჯგუფი Trackshittaz, სიმღერით - Woki Mit Deim Popo
17. მოლდოვა - პაშა პარფენი,სიმღერით - Lăutar
18.ირლანდია - დუეტი Jedward,სიმღერით Waterline
პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 10 კონკურსანტი გადავა. ფინალისტების ვინაობას პროპორციული ხმის მიცემის (50% - 50%) შედეგად, მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, 26 მაისს - ფინალში ავტომატურად მონაწილეობენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და "დიდი ხუთეულის" - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გაირკვევა.
ანრი ჯოხაძე ბაქოს "კრისტალ ჰოლში" 24 მაისს - ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 იმღერებს.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. კონკურსის ლოგოა - "ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - "დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.