თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი" წევრი ჯაბა სამუშია დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიული სახლის მაცხოვრებლებს შეხვდა.
როგორც სამუშიამ განაცხადა, შენობა ბოლოდროინდელმა სტიქიამ და მიწისძვრამ განსაკუთრებით დააზიანა, რის შედეგადაც შენობის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა.
მისი თქმით, მასში სულ 24 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, 6 ოჯახი ჩანგრევის შემდგემ უსახლკაროდ დარჩა.
„შენობის გამაგრებისთვის თავის დროზე 600 000-მდე ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ თანხა ფაქტობრივად აუთვისებელი დარჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობამ სასამართლოსაც მიმართა. პროცესი მოიგეს, მაგრამ საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს" - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი ავარიული ტიპის შენობების გამაგრებისთვის შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს.
ქრისტიან-დემორკატები მოითხოვენ 3 მილიონი ლარი რომელიც საკრებულომ მერიას გამოუყო მიზნობრიავდ იქნეს დახარჯული და დროულად იქნე სმოგავრებული დაზარალებლთა პრობლემები.