პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 111 ხმით 0-ის წინააღმდეგ საბოლოოდ დაამტკიცა.
ცვლილებები 104/4-ე მუხლი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში იდება, რომლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე ექნებათ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება კონსტიტუციიის 29-ე მუხლის 1 პრიმა მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლის მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმjდომარე და პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, პროექტით, სადეპუტატო ასაკის ცენზიც იცვლება და ის 25-იდან 21 წლამდე ჩამოდის.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ღიად აცხადებს, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის გამო განხორციელდა.