"ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებეების შეტანის ინიციტავით გამოდიან, რომლის ძირითადი მიზანი საზოგადოებაში "მორალური" სტანდარტეების დამკვიდრება და პატივიცემაა. მომზადებული პაკეტის მიხედვით სახელმწიფო ტანამდებობის დაკავების უფლება არ ექნება პირს, რომელიც "მორალური ქცევით" არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
"ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციის პრეამბულაში და ძირითად ტექსტში სიტყვა ტრადიციულის წინ, უნდა დაემატოს სიტყვა "ქრისტიანული".
"მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პრეამბულის მოქმედი ტექსტი ჭეშმარიტად მნიშვნელოვან დატვირთვას" - მიაჩნიათ ქრისტიან დემოკრატებს.
მეორე შესწორება კონსტიტუციის 24-ე მუხლს ეხება, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით, ან სხვაგვარი საშუალებით.
ქრისტიან-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის დასახელებული დებულება უკავშირდება მხოლოდ ფიზიკურ და არა იურიდიულ პირებს და მათ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, ამიტომ მათ მიერ შემუშავებული ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც მედია საშუალებების რედაქციებზე დაწესებული სახელმწიფო ცენზურა. პირიქით, ამ შემთხვევაში იგულისხმება ცალკეული ფიზიკური პირი, ანუ ავტორი, რომელიც შეიძლება იყოს რესპოდენტი, პოლიტიკოსი, ექსპერტი, თანამდებობის პირი, ჟურნალისტი და ა.შ.
აღნიშნული შესწორების მთავარი მოთხოვნაა, რომ საჯარო გამონათქვამი არ უნდა იყოს უხამსი შინაარსის და არ უნდა შეურაცხყოფდეს ქრისტიანულ ან სხვა აღიარებული რელიგიის უნივერსალურ პრინციპებს, აგრეთვე ასეთი გამონათქვამი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ მორალს.
"ამ დებულების ამოქმედებით სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება უხამსობასთან, გარყვნილობასთან და აღვირახსნილ კამპანიებთან, რომლებიც პროპაგანდას უწევენ სოდომისეული ცოდვის ლეგალიზაციას" - აცხადებენ "ქრისტიან-დემოკრატები და ითხოვენ, რომ კონსტიტუციის 24 - მუხლს შემდეგი დებულება დაემატოს: "აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს ქრისტიანული ან საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებული რელიგიური პრინციპების შელახვასა
და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდას"
"ქრისტიან-დემოკრატების პროექტში მესამე ცვლილება უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის ნორმატიული კონსტრუქციის რედაქციულ გამართვას.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც განათლებით, პროფესიით და ასევე, "მორალური ქცევით" აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
"განათლება, პროფესიონალიზმი და მორალი არის ნებისმიერი ქვეყნის სამთავრობო ფორმირების უპირველესი საწყისი და მთავარი კრიტერიუმი" - ამბობენ "ქრისტიან-დემოკრატები დ ამიაჩნიათ, რომ დაუშვებელ მკრეხელობად ჩათვლის ყოველი ქართველი, თუ უზნეო, გალოთებულ-განარკომანებულ ან სქესობრივი გარყვნილობით ცნობილ ადამიანებს მისცემენ სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას.
მეოთხე შესწორება დაკავშირებულია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ წესთან, რომელიც პირდაპირ უკრძალავს სახელმწიფო და თვითმმართველოს ორგანოებს ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემას სათამაშო ბიზნესის წარმოების, ან ისეთი კლუბების დაარსებისათვის, რომელიც რყვნის საზოგადოების მორალს და ეწინააღმდეგება საზოგადოების მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ეთიკური ქცევის წესებს, თუ ასეთი ბიზნეს საქმიანობა ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სასწავლო-დაწესებულებების შენობებისა და რელიგიური საკულტო ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიაზე.N
კონსტიტუციის ბოლო შესწორება კი ეხება სახელმწიფოს მიერ მონოგამიური ქორწინების აღიარებას და ფაქტობრივად ერთ სქესიან ქორწინების რეგისტრაციაზე უარის გამოცხადებას. კერძოდ, კონსტიტუციის 36-ე მუხლი ასე ჩამოყალიბდება " სახელმწიფო აღიარებს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობითობას".
აღნიშნულ ინიციატოვაზე "ქრისტიან-დემოკრატები" 200 ათას ხელმოწერას 4 თვის მანძილზე შეაგროვებენ და ინიციატივას შემდეგ, პარლამენტს წარუდგენენ.