"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმნენმტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სააკაშვილმა ხალხის მოტყუება შეძლო და უკანონოდ მოვიდა ხელისუფლებაში. ბაღათურიას თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა შანსი სიყვარულით ემართა ქვეყანა, თუმცა დღეს საქართველოში უსამართლობის გამო ,,ბევრი ცრემლი იღვრება,,
,,სააკაშვილმა შანტაჟის გზა და ცხოვრების ძალადობრივი წესი არჩია. ქვეყანა ცოდვამ სიბილწემ და უსამართლობამ წალეკა. ციხეები უკანონო პატიმრებით აივსო. სააკაშვილმა მოახდინა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქონების გადატანა თავის პოლიტიკური თუ ბიოლოგიური ოჯახის წევრებზე. ბოლოს კი, როცა აზრებაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს, დავით-გარეჯის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს, ამას დიდი ტრაგედიაც დაერთო - სტიქიამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპრლა, პრეზიდენტმა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაეცვა, გატეხა პრეზიდენტის საკონსტიტუციო ფიცი და ქვეყანა მიატოვა. ჯერ სლოვენიში გაერთო და შემდეგ მილანში შოპინგობდა. ეს კი პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი საფუძველია", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მან დეპუტატებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილისადმი მიმართვის ტექსტი გააცნო, სადაც პრეზიდენტის იმპიჩემნტის წესით,Yთანამდებობიდან გადაყენების პროცედურების დასაწყებად შესაბამისი დასკვნის წარდგენას ითხოვს.
ბაღათურიამ მიმართვას პარლამენტის ტრიბუნაზევე მოაწერა ხელი და დეპუტატებს მოუწოდა თავადაც მოაწერონ ხელი იმპიჩმენტის დაწყების მიმართვას.