ნატოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ის ფაქტი, რომ ასეთ ძლიერ ალიანსს საკუთრი პოლიტიკა აქვს ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან ძლიერი სტიმულია ეკონიმიკის განვითარების, რეფორმების, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და დემოკრატიზაციის პროცესში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გადის იმ გზას, რამაც, საბოლოოდ, ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებამდე უნდა მიიყვანოს.
"მსურს ისევ აღვნიშნო, რომ როდესაც გასულ წელს თქვენ საქართველოში ჩამობრძანდით, ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოში მიმიწვიეთ. თქვენი დახმარების შედეგად, ჯერ დანიის პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი გენერალური მდივნის პოსტზე, დიდი წინსვლა გვავქვს და სწორედ ეს მაძლევს საშუალებას ჩიკაგოდან საოცარი შემართებით წავიდე", - აღნიშნა პრეზიდეტმა.
მასალის გამოყენების პირობები