ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო იყო ერთადერთი, რომელიც ყველა ფორმატის შეხვედრას დაესწრო. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ წარმოვადგენდით რეგიონს ძირითადი პარტნორების შეხვედრაზე, რაც ასევე უდიდესი პრივილეგია და საქართველოს როლის აღიარებას ნიშნავს. როგორც გაცხადდა, შემდეგი სამიტი ორგანიზაციის გაფართოებას მიეძღვნება, ყოველ შემთხვევაში, აქ შეკრებილი წევრები ამ საკითხზე საუბრობენ. ასევე შევნიშნეთ, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ღია კარის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხებოდა საქართველოსა და სამ ბალკანურ ქვეყანას", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარი თავი ამ ფორმალურ კლუბში, სამ ბალკანურ ქვეყანასთან ერთად იპოვა, რომლებიც ალიანსის წევრობის ძლიერი კანდიდატები არიან.
"ეს იმის შედეგია, რომ მუდმივად ცდილობთ საქართველოს ინტეგრაციასა და პრობლემების დაძლევაში ჩვენს დახმარებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.