ნატოს ჩიკაგოს სამიტი ყველაზე წარმატებული და ახალი იდეებით სავსე აღმოჩნდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ნატო-ს რამდენიმე სამიტს ვესწრებოდი, რომელთაგან ყველა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს სამიტი ყველაზე წარმატებული და ახალი იდეებით სავსე აღმოჩნდა. არასდროს არ მინახავს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ასეთი ერთსულოვნება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ნატო არის ძლიერი მოტივატორი არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებში, არამედ, როგორც თვქენ აღნიშნეთ, რეფორმებისა და ცვლილებების თვალსაზრისითაც.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთოხების შემქმნელი და არა უბრალოდ მომხმარებელი.
"ჩვენი ქვეყანა ნატოს იდეების ერთგულია. გამოკითხვების მიხედვით, ჩვენი ხალხი ერთსულოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთოხების შემქმნელი და არა უბრალოდ მომხმარებელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.