თურქეთის ქალაქ იზმირში 75 ჰექტარის ტერიტორიაზე ჰეიდარ ალიევის სახელობის მშვიდობისა და ხსოვნის პარკი გაშენდება.
პირველი ნერგი პარკში ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების 6 წლის თავზე დაირგვება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარკი განსაკუთრეით გაალამაზებს ქალაქს და ის კასპიისა და ეგეოსის ზღვების ერთიანობის სიმბოლო იქნება.