იემენის დედაქალაქში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ უკვე 96-ს გადააჭარბა. დაჭრილია 300. ამგვარი მონაცემები გადმოსცა "ალ-არაბიას" სატელიტურმა ტელეარხმა.
იემენის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი სამხედრო აღლუმის რეპეტიციის დროს მოხდა, რომელიც სამშაბათს ეროვნული ერთობის დღესთან (ქვეყნის გაერთიანების 22-ე წლისთავთან) დაკავშირებით უნდა გამართულ იყო. თვითმკვლელმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, პრეზიდენტის სასახლესთან უშუალო სიახლოეს აიფეთქა თავი.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტერაქტის შემსრულებელი ჯარისკაცი იყო, რომელმაც წელზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყოფილობა მოქმედებაში მოიყვანა. სხვა მონაცემების შესაბამისად, შემთხვევის ადგილას ერთდროულად, სამხედრო უნიფორმაში გადაცმული, რამდენიმე თვითმკვლელი მოქმედებდა.
ტერაქტი ცენტრალურ მოედანზე იემენის თავდაცვის მინისტრის გენერალ-მაიორ მუჰამედ ნასერ ახმედ ალის და გენერალური შტაბის მეთაურის გამოცხადების მომენტში განხორციელებულ იქნა. ორივე სამხედრო თანამდებობის პირი აფეთქების ადგილიდან შორს იმყოფებოდნენ და დაზიანებები არ მიუღიათ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავრობამ უკვე "ალ-ქაიდას" მომხრეებს დააკისრა.