21 მაისს, 19:30 საათზე, პარიზის ევროპისა და აღმოსავლეთის სახლში გაიმართება რეჟის ჟანტეს წიგნის "მოგზაურობა აფხაზების ქვეყანაში" პრეზენტაცია.
"აფხაზების ქვეყანა" უხერხული ფორმულირებაა. იმოგზაურო შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს ამ მხარეში - ნიშნავს იმოგზაურო ქვეყანაში, რომელიც არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის. 1992 და 1993 წლებში, აღნიშნული ზონა აფხაზებსა და ქართველებს შორის სისხლისმღვრელი ომის სცენად გადაიქცა, პირველები "სამშობლოს " დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ ხოლო, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ რეგიონი საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს", - წერს ავტორი.
იგი აღნიშნავს, რომ ათი ათასი დაღუპულისა და საუკუნის მეოთხედის გავლის შემდეგ, აჯანყებულ რეგიონში მყიფე სტატუს კვო მეფობს, რომელმაც რუსების გადამწყვეტი მხარდაჭერის შედეგად ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაშინ, როცა ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის დამკარგველი ქართველები ნოსტალგიისა და რევანშის გრძნობას შორის მერყეობენ.
რეჟის ჟანტე დამოუკიდებელი ჟურნალისტია და უკვე ათი წელია, რაც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მუშაობს და თანამშრომლობს ყველაზე ავტორიტეტულ ფრანკოფონულ მედიასაშუალებებთან.