რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ახალი მთავრობის დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმავციით, რუსეთის ახალი მთავრობის შემადგენლობის დაახლოებით ¾ ახალი სახეებითაა დაკომპლექტებული. მთავრობის შემადგენლობა:
პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. პრემიერ-მინისტრის პირველი მოაგდილეები - იგორ შუვალოვი, ვლადისლავ სურკოვი, არკადი დვორკოვიჩი და დმიტრი კოზაკი.
მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები - დიმიტრი როგოზინი და ალექსანდრე ხლოპონინი.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიკოლაი ფიოდოროვი, სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რეგიონალური განვითარების მინისტრი ოლეგ გოვორუნი. ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, განათლების მინისტრი დიმიტრი ლივანოვი, კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების მინისტრი ნიკოლაი ნიკიფოროვი, თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, შრომისა და სოც, დაცვის მინისტრი მაქსიმ ტოპლინი, ჯანდაცვის მინისტრი ვერონიკა სკვორცოვა, ტრანსპორტის მინისტრი მაქსიმ სოკოლოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ვლადიმერ პუჩკოვი, იუსტიციის მინისტრი ალექსეი კონოვალოვი და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი სერგეი დონსკოი.