ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
ბრიუსელში სიტყვით გამოვლისას მან განაცხადა, რომ 18 თვის წინ ლისაბონში მიზნად დაისახა ევრო-რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სისტემის შექმნა. "აქ ჩიკაგოში კი ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მიზანს რეალობად ვაქცევდით",_ განაცხადა რასმუსენმა.
"ჩვენ ამას შუალედურ ოპერატიულ მზადყოფნას ვუწოდებთ, ეს პირველი ნაბიჯია ხანგრძლივვადიანი მიზნისკენ მთელი ევროპული ტერიტორიის, მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების დაცვისათვის', _ აცხადებს რასმუსენი.
ამასთან ერთად ნატოში აცხადებენ, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა ტექნიკურ პრობლემებზე, მათ შორის პროგრამულ უზრუნველყოფასა და სამართალებრივ პრობლემებზე. მათივე თქმით, "ახლა უკვე ყველაფერი გაკეთებულია, რომ ახლა შეიძლება უკვე საუბარი "შუალედურ ოპერატიულ მზადყოფნაზე".
"შუალედური ოპერატიული მზადყოფნა ნიშნავს, რომ ნატოს აქვს სარდლობა და კონტროლი, ასევე წესები, რომელთა მიხედვითაც ერთიანობაში იქნება შეგროვილი მოკავშირეების სენსორები ეფექტური თავდაცვისათვის", _ აცხადებენ ნატოში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა უკვე შეშფოთება გამოთქვა, რომ ნატომ, შესაძლოა, უკვე მაისში შუალედური ოპერატიული მზადყოფნის შესახებ განცხადება გააკეთოს და თანხმობა მისცეს და მოიწონოს ალიანსის წევრი-სახელმწიფოების ახალი გეგმები ნაციონალური რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებების ინტეგრაციისა.