ნატო გააგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთთან ევროპული ანტისარაკეტო თავადაცვის სისტემის შექმნაზე. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო არ აპირებს უარი თქვას ევროპაში ანტისარაკეტო თავადაცვის სისტემის განთავსების გეგმაზე.
"ამის დაბლოკვა არ შეუძლია რუსეთს, მაგრამ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შეთანხმებას რუსეთთან", - განაცხადა რასმუსენმა.
გენმდივამა აღნიშნა, რომ ნატოს წევრებმა "გადაწყვიტეს, რომ რეალური საფრთხის პირისპირ აუცილებელია რეალური თავდაცვა. ეს საფრთხეები ემუქრება რუსეთის მოსახლეობასაც, ამიტომაც თანამშრომლობა რუსეთთან პასუხობს ჩვენს საერთო ინტერესებს".