რუსეთი წინააღმდეგობას არ გაუწევს ევროკავშირში ახალ ქვეყნების, მათ შორის აღმსოავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანებას. Aამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმტრი მედვედევმა სერბეთის პარლამენტში სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთან და არ შეიძლებ ჩვენ გვქონდეს რაიმე სახის ალერგია ევროკავშირში აღმოსავლეთ ქვეყნების გაწევრიანებაზე", - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ახალი წევრები რუსეთთან კეთილ ურთიერთობებს ანვითარებდნენ.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი აშშ-სთან, დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის ჰარმონიზაციის მომხრეა.
"ევროპულ და მსოფლიო საქმეებში მოვიდა დრო იმისათვის, რათა შევეცადოთ შევცვალოთ სეართაშორისო კლიმატი", - განაცხადა მედვედევმა.